პანდემიის ეს ჟამი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რთული გამოცდაა ევროპული სოლიდარობისთვის, - განაცხადა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა.

 

„ყველა ის ხალხი, ვინც ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული, ჩვენი დროის ჭეშმარიტი გმირია. ჩვენი პრიორიტეტი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაა. ეს ბრძოლა ეფექტური არ იქნება, თუ ევროპის თითოეული ქვეყანა საკუთარ სტრატეგიას მიჰყვება. თუ ჩვენ არ შევთანხმდებით ერთობლივ და კოორდინირებულ ქმედებებზე, პანდემია უფრო დიდ ხანს გასტანს, რასაც უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება, ხოლო კრიზისიდან გამოსვლა კი რთული და ძვირი იქნება. ჩვენს კონტინენტზე პანდემიის ორთვიანი არსებობის შემდეგ პირველი მკაფიო დასკვნა ის არის, რომ ჩვენ უფრო მეტი ევროპა გვჭირდება. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეიძლება ეროვნული ხასიათი ჰქონდეს. ვირუსი საზღვრებს არ ცნობს. ვირუსი კოსმპოლიტია“, - აღნიშნა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.