საქართველოს კორონავირუსის სასწაული - ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის - ამ სათაურით ,,Emerging Europe” სტატიას აქვეყნებს.

 

სტატიის ავტორი ქრეიგ ტარპი წერს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, ქვეყანას წარმატებული რეაგირება ქონდა კოროვირუსის პანდემიის მიმართ, რომელიც მას გამარჯვებულად აწარმოაჩენს.

 

სტატიის ავტორის თქმით ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 3,7 მილიონი ადამიანია, ჯერჯერობით კორონავირუსის მხოლოდ 157 დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსით დაავადებული 28 ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდა. მხოლოდ ერთი ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ის დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომებით, 79 წლის ქალს, ჯანმრთელობის მრავალი თანმხლები პრობლემა ქონდა, რომელიც 4 აპრილს გარდაიცვალა.

 

საქართველომ იმდენად წარმატებით მოახერხა ვირუსთან ბრძოლა, რომ რომ მთელი მსოფლიოს მთავრობები უყურებენ იმას, თუ როგორ მოახერხა მცირე კავკასიურმა ქვეყანამ ასე კარგად გაკონტროლება Covid-19- ის გავრცელების.

 

,,26 თებერვალს, ქვეყანაში, როგორც კი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, საქართველოს მთავრობამ მოქმედება დაიწყო, საუბარია, საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ირანიდან ბრუნდებოდა. იმავე დღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, შექმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი კოორდინაციის წინააღმდეგ რომელიც შედგება ყველა მთავარი სამთავრობო სააგენტოს წარმომადგენლისგან, სიტუაციის მართვის მიზნით. სამუშაო ჯგუფის პირველი გადაწყვეტილება იყო ირანის მიმართულებით ფრენების აკრძალვა.

 

24 საათში სამუშაო ჯგუფმა დაავალდებულა ყველა სამინისტრო, რომ შეიმუშავონ კოროვირუსის წინააღმდეგ მოქმედების გეგმა. იტალიაში შეჩერდა ფრენები, მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს მეორე შემთხვევა დადასტურდა, საუბარია ქალზე, რომელიც იტალიიდან საქართველოში ბრუნდებოა. მას შემდეგ, რაცა 29 თებერვალს, კორონავირუსის მესამე შემთხვევა აღმოაჩინეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები დაიხურა. შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ა მკაცრი საგანგებო ზომები დაწესდა, მათ შორის კომენდატის საათი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება შეჩერდა, ასევე თბილისის მეტროც დაიხურა.

 

ასევე, ქვეყანამ დააწესა აკრძალვა ყველა არარეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც ქვეყანაში შედის, სასწრაფოდ დახურა მისი ყველა საზღვარი, გარდა პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებებისთვის (აქ მთავრობამ დაჟინებით მოითხოვა, რომ ვირუსისგან დაზარალებული ქვეყნებიდან მძღოლების შეიცვალა და ა.შ.) 20 მარტს, ასევე საქართველომ შეაჩერა სამგზავრო საჰაერო მიმოსვლაც.“ - წერს ქრეიგ ტარპი

 

ასევე სტატიის ავტორი ქრეიგ ტარპი წერს, რომ საქართველო დიდი ხანია განიხილება, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანად, ეკონომიკური ლიბერალიზმით და სხვებისთვის სამაგალითო მოდელით. თუმცა როგორც ევროპის თითქმის ყველა დანარჩენ ქვეყანაში, ეს შთამბეჭდავი ზრდა ალბათ საქართველოშიც შეჩერდება და ღრმა რეცესიას განიცდის.

 

,,ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა მკვეთრად გაიზარდა (საშუალო წლიური მაჩვენებელი 4.5%). მიუხედავად უამრავი შოკისა, მათ შორის 2007-2008 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისისა, 2008 წლის რუსეთთან კონფლიქტი და 2014 წლიდან სასაქონლო ფასების ვარდნისა, რამელმაც გავლენა მოახდინა სავაჭრო პარტნიორებზე.

 

როგორც ევროპის თითქმის ყველა დანარჩენ ქვეყანაში, ეს შთამბეჭდავი ზრდა ალბათ საქართველოშიც შეჩერდება და ღრმა რეცესიას განიცდის.

 

გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორ მილიარდ ლარს (585 მილიონ ევროს) გამოყოფს ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად.

 

,,ეს არის დახმარება, კომპანიების მიმდინარე წარმოებას და ბიზნესის შენარჩუნებას გამოიწვევს” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ ბრიფინგზე.

 

მსოფლიო ბანკმა უკვე დაამტკიცა 45 მილიონი ევროა სესხი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად და კოროვირუსის გავლენის შემსუბუქებისთვის, ხოლო ევროკავშირმა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონ ევროზე გადაურიცხა, ასევე დამატებით 70 მილიონი ევროზე მეტით დააფინანსა მმდინარე კრიზისების რეაგირებისთვისმ“ - წერს სტატიის ავტორი ქრეიგ ტარპი

 

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა, ხოლო 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.