პარიზის მეტროს მგზავრები 135 ევროთი დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაში, თუ პირბადეებს არ გაიკეთებენ. გარდა ამისა, პიკის საათებში მეტროს მგზავრებს დამსაქმებლისგან ცნობის წარდგენა მოუწევთ, სადაც განმარტებული იქნება მათი გადაადხგილების მიზეზი. ამის შესახებ პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორის, RATP-ის წარმომადგენელმა განაცხადა.

 

მგზავრების მიერ აღნიშნული ზომების დაცვას RATP-ისა და პოლიციის თანამშრომლები გააკონტროლებენ.

 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში 11 მაისიდან კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.