ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, კოლექტიური იმუნიტეტის კონცეფცია საშიშია.

 

„იდეა, რომ ქვეყნები, რომლებსაც რბილი ზომები ჰქონდათ და არაფერი გაუკეთებიათ, უცებ ჯადოსნურად კოლექტიურ იმუნიტეტს გამოიმუშავებენ, და იტყვიან, მერე რა, თუ რამდენიმე მოხუცებულ ადამიანს დავკარგავთ, ეს ძალიან საშიში გათვლაა“, - განაცხადა მაიკ რაიანმა.

 

მისივე თქმით, მსოფლიო ამ ტერმინს ფრთხილად უნდა მოეკიდოს, რადგან „ამ ტერმინმა ძალიან საშინელ არითმეტიკამდე შეიძლება მიგვიყვანოს, რაც ადამიანებსა და მათ სიცოცხლეს განტოლების ცენტრში არ აყენებს“.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.