საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. სულ ინფიცირებულია 642 ადამიანი, აქედან 349 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმშია 4600 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 413.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.