ნუ ვიფიქრებთ, რომ ბავშვებს იმუნიტეტი აქვთ კორონავირუსის მიმართ, - განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ აშშ-ის სენატის ჯანდაცვის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტისთვის ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიცემული ჩვენების დროს.

 

„ჩვენ ყველაფერი არ ვიცით ამ ვირუსის შესახებ. მართლაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ბავშვებს ეხება, ვინაიდან რაც უფრო მეტს ვიგებთ ამ ვირუსზე, ვხედავთ, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას. ვფიქრობ, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, “, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

 

ამასთან, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების უმეტესობის გამოჯანმრთელება გაცილებით უკეთესად მიმდინარეობს, ვიდრე ეს ზრდასრულთა შემთხვევაში ხდება.

 

„თუმცა, მე სიფრთხილეს ვიჩენ, რადგან ვიცი, რომ ყველაფერი არ ვიცი ამ დაავადების შესახებ“, - დასძინა მან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.