Facebook-ის მოდერატორებმა სოციალურ ქსელში გასული ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის შემცველი 50 მილიონი პოსტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალური ქსელის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

არასანდო ინფორმაციის შემცველი მასალები Facebook-მა შესაბამისი წარწერით მონიშნა.

 

„ვიცით, რომ ეს გაფრთხილება მუშაობს, ვინაიდან როდესაც ადამიანები ამ მონიშვნას ხედავენ, შემთხვევების 95%-ში ისინი ამ ბმულზე არ გადადიან“, - აღნიშნულია Facebook-ის განცხადებაში.

 

გარდა ამისა, სოციალური ქსელიდან წაიშალა ასობით ათასი პუბლიკაცია, რომელსაც ადამიანებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება შეეძლო.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.