საქართველო კომპანია Gilead-ის პრეპარატ „რემდესივირს“ მაისის ბოლომდე მიიღებს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა მოლაპარაკებებს Gilead-თან უკვე გარკვეული დროის მანძილზე აწარმოებს, თუმცა ჯანმოს საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობის გამო საქართველო პრეპარატს მოსალოდნელზე ადრე მიიღებს.

 

„მინდა ვუთხრა ჩვენს ტელემაყურებელს, რომ საქართველო მანამდე მიღებს „რემდესივირს“, თვის ბოლომდე, ალბათ, რადგანაც საქართველო არის მონაწილე ჯანმოს დიდი საერთაშორისო კვლევის. ამ კვლევაში ერთ-ერთი მედიკამენტი ოთხიდან სწორედ „რემდესივირია“. ასე რომ, „რემდესივირი“ საქართველოში შემოვა უფრო ადრე ამ კვლევის ფარგლებში, ხოლო შემდეგ იმედი გვაქვს, რომ კომპანიაც მოგვაწვდის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.