გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიიჩნევს, რომ რელიგიურ ლიდერებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლიათ. ანტონიო გუტერეშმა რელიგიურ ლიდერებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ მთავრობებს საკარანტინო ზომების გატარებაში.

 

„ვინაიდან ჩვენ დეზინფორმაციის გავრცელებას ვებრძვით, ვთხოვ რელიგიურ ლიდერებს გამოიყენეთ თქვენი საკომუნიკაციო საშუალებები, რათა მხარი დაუჭიროთ მთავრობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გავრცელებაში. მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურ ცერემონიებზე რეკომენდირებული ზომები დაცული იყოს“, - განაცხადა გაეროს გენმდივანმა.

 

მან ასევე მოუწოდა რელიგიურ ლიდერებს, ებრძოლონ არაზუსტ და ცრუ ინფორმაციას, ქსენოფობიას, რასიზმსა და დისკრიმინაციას.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.