გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 10 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 242 271-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 96 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 2 212-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 48 003 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.