საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეთორმეტე ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განთავსდა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი 81 წლის იყო.

 

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 652ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4246 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 394.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.