რომის პაპის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გარდა, მსოფლიოში უამრავი სხვა „პანდემია“ არსებობს, რომელსაც არავინ ამჩნევს, თუმცა მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევს.

 

„კორონავირუსის პანდემია უეცრად დაგვატყდა თავზე, თუმცა სხვა „პანდემიებიც“ არსებობს, რომელსაც არ ვამჩნევთ, თუმცა ნამდვილ ტრაგედიას წარმოადგენენ. მაგალითად, შიმშილის „პანდემია“, რის გამოც მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში 3.7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. დღეს ამ ლოცვას ამ სხვა „პანდემიებს“ ვუძღვნი: შიმშილის, ომების, გაჭირვებაში მყოფი ბავშვების „პანდემიებს“. დაე, უფალმა შეაჩეროს ეს ტრაგედიები“, - განაცხადა რომის პაპმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.