ტაილანდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ტაერვატ მანოსუტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს მოუწოდებს, რომ გამოჯანმრთელებიდან 30 დრის განმავლობაში სექსით და კოცნით არ დაკავდენ. ამის შესახებ ინფრომაციას insider-ი ავრცელებს

 

როგორც გამოცემა წერს, მანოსუტმა განაცხადა, რომ ჩინელმა მედიცინის ექსპერტებმა შეისწავლეს და ადამიანები გააფთხილეს, რომ შესაძლოა სპერმა კორონავირუსის მატარებელი იყოს, რომელის შესახებ ინფორმაცია გაზეზთმა ,,khaosod english” – მა გამოაქვეყნა.

 

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა, რომელიც ჟურნალში გამოქვეყნდა ამერიკის მედიცინის ასოციაციაციამ სპერმის ნიმუშები, COVID-19-ით დაავადებული 38 მამაკაციდან, ჩინეთის, ჰენანის პროვინციაში მდებარე საავადყოფოებში აიღეს, რომელიც უჰანს ესაზღვრება. ექსპერტები ადამიანის სპერმას 26 იანვრიდან 16 თებრვლის შათვლის აკვირდებოდენ, რომლის შემდეგ კვლევარებმა დაადგინეს, რომ გამოკვლეულ მამაკაცთა 16%-ის სპერმაში ვირუსის კვალი აღმოჩნდა.

 

თუმცა მკვლევარები, ასევე აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ არ არიან, ბოლომდე დარწმუნებულები, შეიძლება თუ არა კორონავირუსი იყოს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, მაგრამ ადამიანებმა მიიღონ უსაფრხოების ზომები, რადგან სქესობრივი გზით გადამდები დაავადები, როგორიც არის ,,ზიკა“ და ,,ებოლა“, წარსულში, სწორედ სქესობრივი გზით გავრცელდა.

 

,,სპერმაში, ვირუსის არსებობა შეიძლება უფრო გავრცელებული იყოს, ვიდრე ეს ამჟამად ჩანს. ტრადიციული, არა სექსუალური გზით გადამდები ვირუსები არ უნდა ჩაითვალოს, რომ საერთოდ არ არსებობს სასქესო ორგანოში სეკრეციები(გამოყოფა) - ამბობენ მკვლევარები

 

როგორც გამოცემა წერს, მკვლევარების აზრით, კორონავირუსი ძირითადა ვლინდება ნერწყვის წვეთების საშუალებით, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, შეიძლება თუ არა ვირუსის ტიპების რეპლიკაცია(განახლება)

 

JAMA-ს კვლევის თანახმად, შესაძლოა ვირუსის კვალი სპერმაში აღმოჩნდეს, არასრულყოფილი ბარიერების გამო, სისხლის მიმოქცევაში და სპერმის დამზადების ადგილას, ანუ შესაძლოა ვირუსი, სპერმაში სისხლიდან გადასული იყოს.

 

მკველევარების, კველევაზე დაყრდნობით, ტაილანდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ტაერვატ მანოსუტი ადამიანებს, ვინც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა მოუწოდებს, რომ შეეცადონ 30 დღის განმავლობაში, სექსუალური ურთიერთობებისგან თავი შეიკავონ, შემდეგ კი დაიწყონ პრეზერვატირების ტარება, როცა კვლავ დაიწყებენ სექსუალურ აკტივობას.

Merab Tsaava
ავტორი:Merab Tsaava
ვებგვერდი:www.globalpress.ge
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.