საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 695 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 425 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 360. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.