ბრაზილიამ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ესპანეთსა და იტალიას გაუსწრო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსს ბოლო 24 საათში 816 ადამიანი ემსხვერპლა, რამაც გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 15 633-მდე გაზარდა.

 

რაც შეეხება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას, დღე-ღამეში კორონავირუსი 14 919 ადამიანს გამოუვლინდა, საერთო ჯამში კი ქვეყანაში კორონავირუსის 233 142 შემთხვევა არის დარეგისტრირებული. ამ მაჩვენებლით ბრაზილიამ იტალიასა და ესპანეთს გაუსწრო და მსოფლიოში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.