ინდოეთმა ლოქდაუნი ორი კვირით გაახანგრძლივა. მთავრობის განმარტებით, გამოიცემა ახალი რეკომენდაციები, რაც ეკონომიკის გახსნისთვის არის საჭირო. იტყობინება BBC

 

ქვეყანა 24 მარტს ჩაიკეტა. სკოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბიზნესის უმეტესობა დაიხურა.

 

ინდოეთში კორონავირუსით სულ 2 896 ადამიანი გარდაიცვალა. 90 000-ზე მეტი ადამიანი კი დაინფიცირდა. ამ დროისთვის ინფექცია 53 946 ადამიანს აქვს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.