ევროკომისიის მონაცემებით, კორონავირუსის შესახებ რამდენიმე შემთქმულების თეორიის გავრცელებას კრემლთან დაახლოებული წყაროები უწყობენ ხელს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება გაზეთ Bild am Sonntag-თან ინტერვიუში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

 

„ჩვენი დაკვირვებით, სხვადასხვა ოფიციალური, სახელმწიფო მხარდაჭერის მქონე წყაროები - ანუ კრემლთან დაახლოებული წყაროები და სახელმწიფო მედია ევროკავშირში და მის მეზობელ ქვეყნებში შეთქმულების თეორიების და დეზინფორმაციის გავრცელებას აგრძელებენ“, - ამბობს დიპლომატი.

 

მისი თქმით, ამ კამპანიის მიზანი ევროკავშირის და მის წევრებს მიმართ ნდობის შემცირება და ევროპაში პანდემიასთან ბრძოლის ზომების ეჭვის ქვეშ დაყენებაა.

 

ანალოგიური განცხადება სტანომ აპრილშიც გააკეთა, როცა ინტერვიუ „ამერიკის ხმას“ მისცა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.