მადაგასკარზე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილი 57 წლის კაცია, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა. ის სამედიცინო მუშაკი იყო. მადაგასკარზე კორონავირუსის 283 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 140 პაციენტი გამოჯანმთელდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.