ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ აფხაზია“ ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულები რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტები არიან, რომლებიც აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ პანსიონატ „აიტარში“ იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

 

ახალი შემთხვევების გამოვლენამდე აფხაზეთის მთავარმა სანიტარმა ლიუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ „კოვიდ 19“ ე.წ. „რესპუბლიკაში“ 21 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.