ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება და ეს საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება. ასევე, დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, ზაფხულისკენ შესაძლოა სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს, თუმცა მსოფლიო მეცნიერთა უმეტესობა ემხრობა, რომ იქნება მეორე და მესამე ტალღა. ამიტომ, ეს მოკლევადიანი შეზღუდვები მაგალითად, ამა თუ იმ არეალის ჩაკეტვა, კარანტინის გამოცხადება, სწავლის დროებით შეჩერება, ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრის ან ფრენების ჩაკეტვა - ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება და ყველა ქვეყანა ამას ახორციელებს. ჩვენ გარკვეულწილად წარმატებულები ვართ ამ ეტაპამდე, რომ ვირუსი შევაკავეთ, ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში არ მივიღეთ. ეს მოხდა იმ დროული შემზღუდავი ღონისძიებების და მობილობის შემცირებით, რომელიც ქვეყანამ განახორციელა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.