თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკით და მიმზიდველობით ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას, რომ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, როდესაც თამბაქოს დღესთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

მისი თქმით, წელს თამბაქოს დღის მთავარი თემა თამბაქოს ინდუსტრიისგან ახალგაზრდების დაცვაა.

 

ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

 

„თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია ერთი ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკით და მიმზიდველობით, შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეოება ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.