ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სომხეთში უარესდება, სამედიცინო დაწესებულებები კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის დროულად მიღებას ვერ ახერხებენ. ამის შესახებ Facebook-ლაივში ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 

„ცუდი ამბები მაქვს. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩვენთან უარესდება. გუშინ კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დავაფიქსირეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებები ყველას ჰოსპიტალიზაციას დროულად ვერ ახერხებენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში ვირუსის დაახლოებით 20 ათასი უსიმპტომო გადამტანია, რომელმაც საკუთარი ინფიცირების შესახებ არაფერი იცის. ამის გათვალისწინებით, მან მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა.

 

3 ივნისის მონაცემებით, სომხეთში COVID-19 10 524 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 3 454 გამოჯანმრთელდა, 170 კი გარდაიცვალა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.