ჩვენ ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ის გეგმა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, გვაძლევს ვირუსის გავრცელების ეფექტურ კონტროლს, მაგრამ თითოეული ჩვენი ნაბიჯი ყოველდღიურად უნდა იყოს, უაღრესად ფრთხილი და გონივრული. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ეფექტურად გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისს. ჩვენი ამოცანა არის ინფიცირების უსწრაფესად გამოვლინება, ჩვენი მოქალაქის ეფექტური, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ, მისი ნორმალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში ასევე სწრაფად დაბრუნება - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

 

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს.

 

„ეს არის ერთადერთი გზა ვირუსთან ერთად ცხოვრების, ადაპტაციის და მართვის. ყველას კარგად გვესმის, რომ კრიზისიდან გამომდინარე დღეს ჩვენს მოქალაქეებს უჭირთ. ბევრმა დაკარგა შემოსავალი. ბევრ ადამიანს უბრალოდ შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში. ჩვენ არ გვაქვს ლოდინის დრო და შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გლობალური პანდემია, გლობალური გამოწვევა, რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და შეუძლებელია, ცალკე აღებული პატარა სახელმწიფო მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.