პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი თავშეყროს ადგილებში 50 ლარით დაისჯება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი 1000 ლარით განისაზღვრა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი უკვე მზად არის.

 

კანონპროექტის თანახმად:

 

1.  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესით განსაზღვრული დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირისა − 500 ლარით.

 

2. იმავე წესით განსაზღვრული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს მგზავრის ან/და მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარით.

 

3. იმავე წესით განსაზღვრული ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან 4-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) ტაქსით გადაადგილება გამოიწვევს მგზავრის ან/და მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარით, ხოლო ტაქსით 4-ზე მეტი პირის გადაადგილების გამო მგზავრებისა და მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარით.

 

4. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი-მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.