გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ხალხის ვაქცინა უნდა იყოს. ამის შესახებ ანტონიო გუტერეშმა გლობალური ვაქცინის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„კორონავირუსი ჯანდაცვის სფეროში ჩვენი თაობის უდიდესი კრიზისია და ზუსტად ახლა ვაქცინა არ არის. მაშინ, როდესაც ერთობლივად ვმუშაობთ ვაქცინის შესაქმნელად, ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომელიც ყველამ უნდა ვისწავლოთ. თავად ვაქცინა საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება გლობალური სოლიდარობა, რათა ვუზრუნველყოთ ის, რომ ყველას ჰქონდეს მასზე წვდომა. კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა, როგორც გლობალური კეთილდღეობა უნდა განიხილებოდეს“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

 

აღსანიშნავია, რომ გლობალური ვაქცინის სამიტში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი და კომპანია იღებს. გლობალური ვაქცინის ვირტუალური სამიტის ფარგლებში 7.4 მილიარდი დოლარის მოზიდვა იგეგმება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.