აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, უახლოეს თვეებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და სოციალური დისტანცირება კორონავირუსისგან თავდაცვის მნიშვნელოვანი საშუალება იქნება.

 

რობერტ რედფილდის თქმით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა გრიპის სეზონს დაემთხვევა, ეს ნამდვილად გადატვირთავს საავადმყოფოებს, თუმცა თუ უფრო მეტი ადამიანი მიიღებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებს, ეს სიტუაციას შეამსუბუქებს.

 

„ამერიკელების მხოლოდ 47% სარგებლობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელები დაინახავენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რაც ქვეყანას შემოდგომის პერიოდის გადალახვაში დაეხმარება“, - აღნიშნა მან.

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა სოციალური დისტანცირების მნიშვნელობას.

 

„სოციალური დისტანცირების სტრატეგია არის ის, რაც ჩვენ უნდა დავხვეწოთ, რადგან ეს სტრატეგია კვლავ დაგვჭირდება ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში“, - დასძინა მან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.