ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი ახალი პაციენტი საბურთალოს კლასტერიდანაა, - ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„გუშინ დაგვემატა 2 პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით, საბურთალოს კლასტერიდან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაბალი ცხელებით და მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით. თითქმის ერთი კვირაა საბურთალოს კლასტერიდან ჩვენთან სხვა პაციენტებიც მკურნალობენ და ეს ორი პაციენტიც, რომელთაც გუშინ დაუდასტურდათ, უკვე ე.წ. საბურთალოს კლასტერის საკარანტინო ზონიდან არის, ასე რომ, ისინი არ წარმოადგენდნენ აქამდე საფრთხეს. საერთო ჯამში ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან, თუ არ ვცდები, შვიდი პაციენტია. ექვსი პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება დღის ბოლომდე გაიზარდოს“, - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 805 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 650, გარდაცვლილი - 13, კარანტინის რეჟიმში - 2 424, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 304.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.