აქამდე 801 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. დაგვემატა 4 და დღეს საქართველოში 805 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იყო 644, დაემატა 6 და ამჟამად არის 650 გამოჯანმრთელებული. ეს დაახლოებით 81%-ს შეადგენს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 142 ადამიანი მკურნალობს.

 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 805 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 650 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 304. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.