საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. მარტის შემდეგ ეს გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსს 29 155 ადამიანი ემსხვერპლა.

 

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 153 977 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 70 ათასზე მეტი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.