საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 9 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 810 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 683 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში 2915 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 237.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.