ახალ ზელანდიაში კორონავირუსის გავრცელების შესაფერხებლად დაწესებული შეზღუდვები იხსნება და მხოლოდ სასაზღვრო კონტროლი რჩება ძალაში, - წერს Reuters-ი.

 

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი აცხადებს, კორონავირუსი დამარცხებულია და შეუძლიათ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ.

 

ნებადართული ხდება საჯარო და კერძო ღონისძიებების გამართვა, სამასპინძლო ბიზნესის ამოქმედება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლაც აღდგება. ამასთან, სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება აღარ იარსებებს.

 

ახალ ზელანდიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 504 შემთხვევაა აღრიცხული, 22 ადამიანი გარდაიცვალა, 1 482-მა კი ვირუსი დაამარცხა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.