ვის შეუძლია საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა - ამ საკითხით დაინტერესებულებისთვის ინფორმაცია თბილისში საფრანგეთის საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ საფრანგეთში ბინადრობის მოქმედი ბარათი, მათ შორის ბინადრობის ბარათის იდენტური გრძელვადიანი ვიზა, ნებადართულია საფრანგეთში შესვლა.

 

გარდა ამისა, საფრანგეთში ბინადრობის ნებადამრთველი დოკუმენტები, რომელთა ვადაც ამოიწურა 2020 წლის 16 მარტსა და 15 მაისს შორის პერიოდში, გახანგრძლივდა 6 თვის ვადით.

 

თუ თქვენ ხართ საფრანგეთის მოქალაქე, შეგიძლიათ, მეუღლესთან და შვილებთან ერთად შეხვიდეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე და დაუბრუნდეთ თქვენს საცხოვრებელს.

 

საფრანგეთის კონტინენტურ ტერიტორიაზე დასაბრუნებლად, აუცილებელია, შეავსოთ და თან იქონიოთ ორი დოკუმენტი:

 

„საერთაშორისო გადაადგილების ცნობა საფრანგეთის კონტინენტურ ტერიტორიაზე შესასვლელად", რომლის გადმოტვირთვაც შეგიძლიათ (ფრანგულად და ინგლისურად) საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან. ეს ცნობა უნდა წარადგინოთ სატრანსპორტო კომპანიებთან, სატრანსპორტო ბილეთის გამოყენებამდე, და სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ სამსახურებთან (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, მათ შორის სარკინიგზო გადაადგილებები), ასევე, განცხადება, რომ არ გაქვთ COVID-19-ის სიმპტომები.

 

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, აქ აღნიშნულია, რომ 18 მარტიდან ძალაში შევიდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის სრული აკრძალვა. მოქმედებს ძალიან გამონაკლისი შემთხვევები https://mfa.gov.ge/News/%E2%80%8Bsaqartveloshi-uckho-qveynis-moqalaqeebis-shemosvl.aspx?CatID=5 პირებისთვის, რომლებსაც უშუალოდ ოჯახი ჰყავთ ან ბინადრობენ საქართველოში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.