სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. ამის შესახებ თავად სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნიკოლ ფშინიანი, მისი მეუღლე და შვილები კორონავირუსით დაინფიცირდნენ.

 

„ახლახან მივიღეთ განმეორებითი ტესტირების შედეგები. პასუხები უარყოფითია. გუშინაც უარყოფითი პასუხები იყო. ახლა მთავარია, რომ ჯანმრთელად ვართ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 325 შემთხვევა დადასტურდა, 4 099 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 211 გარდაიცვალა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.