საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გვაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანტკიკრიზისული ბიუჯეტის განხილვის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, მათგან სამი მედიკოსია. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები არიან, ორი შემთხვევის წყარო კი ჯერჯერობით დაუდგენელია.

 

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 818 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 686 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში 2915 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 237.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.