უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მიზნობრივი ტესტირების მასშტაბები ფართოვდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, იმ ჯგუფების წრე, რომელიც ტესტირებას დაექვემდებარება, მზარდი იქნება.

 

„კიდევ უფრო ვაფართოებთ იმ ჯგუფებს, რომლებიც მომეტებული რისკის ქვეშ არიან და რომლებიც ეტაპობრივად დაექვემდებარებიან ტესტირებას. მათ ჩაუტარდებათ ტესტირება გარკვეული ეტაპების დაცვით და წრე იმ ჯგუფებისა, რომლებიც ტესტირებას დაექვემდებარებიან, იქნება მზარდი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.