საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ამირან გამყრელიძის თქმით, მათი ყოველდღიური მოწოდებაა, რომ ადამიანმა ნებისმიერი ტემპერატურით, აუცილებელია, მიმართოს შესაბამის ცხელების ცენტრებს და უკვე ხვალ-ზეგ იქნება შესაძლებლობა, რომ ასევე მიმართონ 25 პოლიკლინიკურ დაწესებულებას საქართველოს მასშტაბით, სადაც მათ ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ პისიარტესტირება.

 

„მოგეხსენებათ, რომ პერიოდულ ტესტირებას, მინისტრის ბრძანებით, ექვემდებარებოდნენ სამედიცინო მუშაკები. როგორც ერთ-ერთი წყარო – ექიმები, ექთნები, ისე უმცროსი სამედიცინო პერსონალი ორ კვირაში ერთხელ. ესენი იყვნენ ძირითადად კოვიდის კლინიკებისა და ცხელების კლინიკების თანამშრომლები, ასევე სასწრაფოს თანამშრომლები. აქ თანდათანობით გადავდივართ ერთკვირიან ტესტირებაზე, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და ასევე ორ კვირაში, სხვადასხვა კლინიკის, რეანიმაციებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლებში მყოფი, მოხუცთა სახლებში მყოფი ბენეფიციარები. მოგეხსენებათ, ამ ჯგუფს ასევე დაემატა ტრაილერების მძღოლები, რომლებიც შემოდიან საქართველოში და რადგან უკვე საქალაქო ტრანსპორტი ამუშავდა, ასევე, ემატება საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლები, კონდუქტორები და იქ მომსახურე პერსონალი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.