უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე, რომელსაც მანამდე კორონავირუსი დაუდგინდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, უკრაინის პირველ ლედის ორმხრივი პნევმონია აქვს.

 

„უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე, ელენა ზელენსკი კიევის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას საშუალო სიმძიმის ორმხრივი პნევმონია აქვს“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მათი შვილების კორონავირუსზე ტესტებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

 

12 ივნისს უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.