ახალი კორონავირუსით დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე თვეების მიხედვით შეიცვალა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია ნათქვამი, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის მიმდინარეობას ეხება.

 

დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის აპრილში მარტის თვესთან შედარებით 20 პროცენტით შემცირდა მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე შემთხვევების რაოდენობა და თითქმის გასამმაგდა მძიმე და კრიტიკული მიმდინარეობის შემთხვევების წილი.

 

მაისში ამ პროცესმა ცვლილება განიცადა და კვლავ 26 პროცენტით გაიზარდა მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე შემთხვევების რაოდენობა. სამჯერ შემცირდა მძიმე და კრიტიკულად მიმდინარე შემთხვევების წილი, 27 %-დან 8 %-მდე.

 

იგივე კვლევის თანახმად, იმ პაციენტებთან, რომელთაც აღენიშნებოდა ჭარბი წონა ან სიმსუქნე, დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობდა, ვიდრე სხვა პაციენტებში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.