კორონავირუსის აფეთქების გამო, ბერლინის ერთ-ერთი საცხოვრებელი კვარტალი ნოიკლენი ჩაიკეტა. 369 შინამეურნეობა კარანტინშია მოქცეული. ინფორმაციას ტელეკომპანია rbb24 ავრცელებს.

 

კორონავირუსი ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ 57 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის არიან ბავშვები. ხელისუფლება კარანტინში მყოფი ადამიანების ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს.

 

ტესტის პასუხს ელოდება 265 ადამიანი.

 

ბერლინის საცხოვრებელ კვარტალ ნოიკლენის ადმინისტრაციის ინფორმაცით ინფიცირებულებს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აქვთ და მხოლოდ ერთი შემთხვევაა მძიმე. საუბარია სასულიერო პირზე, რომელიც სტაციონარში გადაიყვანეს.

 

სულ გერმანიაში კორონავირუსის 186 839 შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 8800 პაციენტი დაიღუპა. ბერლინში სულ COVID-19-ის 7 369 შემთხვევა გამოვლინდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.