პეკინის ორ საერთაშორისო აეროპორტში 1255 ავიარეისი გადაიდო. ამის მიზეზი კორონავირუსის გამო ქვეყანაში ვითარების გაუარესება გახდა. ინფორმაციას რუსული მედია ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

16 ივნისს პეკინის ხელისუფლებამ აგრარულ ბაზარში კორონავირუსის ახალი ეპიდაფეთქების გამო ქალაქიდან გასვლა აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

რისკ-ჯგუფებში შემავალ ადამიანებს და კორონავირუსით ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს ქალაქის დატოვება აეკრძალათ. შეჩერებულია საქალაქთაშორისო რეისები ჰებეისა და შანდუნის პროვინციების მიმართულებით.

 

რამდენიმე პროვინციაში პეკინიდან ჩამოსულთათვის შეზღუდვები დაწესდა. მაგალითად, შანხაის პროვინციაში პეკინიდან ჩასულები 14-დღიან კარანტინს გადიან.

 

11 ივნისის შემდეგ პეკინში კორონავირუსის 106 შემთხვევა, მათ შორის ბოლო დღე-ღამეში - 27 შემთხვევა დაფიქსირდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.