ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბრიტანულ კვლევას კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების დექსამეტაზონით მკურნალობის შესახებ სამეცნიერო გარღვევად მიიჩნევს. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

„ეს პირველი პრეპარატია, რომელმაც სიკვდილიანობის შემცირება გვაჩვენა COVID-19-ით დაავადებულ იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ. ეს მშვენიერი ამბავია. მე ვულოცავ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტს და ბრიტანელ ექიმებსა და პაციენტებს, რომლებმაც ამ სამეცნიერო გარღვევაში წვლილი შეიტანეს“, - ნათქვამია ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებაში.

 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პირველი შედეგების თანახმად, დექსამეტაზონმა ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებს შორის სიკვდილიანობა 1/3-ით შეამცირა, ჟანგბადდამოკიდებულებში კი ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს.

 

დექსამეტაზონი სტეროიდული პრეპარატია, რომელსც 1960-იანი წლებიდან ანთებითი პროცესების ჩასახშობადა და კიბოს რამდენიმე სახეობის მკურნალობისთვის იყენებენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.