უნიტაზის ჩარეცხვის დროს მისი თავსახური დახურული უნდა იყოს ასეთ დასკვნამდე ჩინელი მეცნიერები მივიდნენ, რომელთა კვლევაზეც BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება სხვადასხვა ინფექციის, მათ შორის კორონავირუსის გადატანის რისკი. ჩარეცხვის დროს, მაშინ როცა უნიტაზის თავსახური ღიაა, სითხის ნაწილაკების ერთგვარი ღრუბელი იქმნება.მასში შემავალ პატარა წვეთებს იატაკიდან 91 სანტიმეტრის მანძილზე შეუძლიათ მოძრაობა და ჰაერში ერთ წუთზე მეტხანს ჩერდებიან.

 

თავსახურის დახურვა კი ამას თავიდან აგარიდებთ. დამტკიცებულია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულებს ვირუსის უჯრედები ფეკალურ მასაში აღენიშნებათ, თუმცა უცნობია რამდენად აქტიურია ეს უჯრედები და შეუძლიათ თუ არა მათ სხვა ადამიანის დაინფიცირება.

 

კვლევის ავტორები მოსახლეობას რისკის მინიმუმამდე დაყვანისკენ მოუწოდებენ და შეძლებისდაგვარად უნიტაზის თავსახურის დახურავას ურჩევენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.