რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაში ნოვო-ოგარიოვოში კორონავირუსისგან დაცვის მიზნით სპეციალური სადეზინფექციო გვირაბია მოწყობილი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

 

როგორც საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ი იუწყება, ნებისმიერ პირს, ვინც რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციას სტუმრობს, აღნიშნულ სადეზინფექციო გვირაბში გავლა უწევს.

 

სადეზინფექციო გვირაბი რუსული კომპანიის მიერ არის შექმნილი.

 

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 545 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 7 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.