ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ მეცნიერები კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის შექმნას შეძლებენ.

 

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაქცინა შიქმნება, იგი სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი ვერ იქნება.

 

„ძალიან რთული იქნება იმის თქმა, რომ ვაქცინა გვექნება. ჩვენ არასდროს გვქონია ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ. ასე რომ, იმედია აღმოაჩენენ ამ ვაქცინას“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მსოფლიოში ვაქცინის ასზე მეტი გამოცდები ტარდება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.