ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის 11 ქვეყანა დაასახელა, სადაც კორონავირუსის ინფექციის სწრაფი გავრცელება ხდება.

 

ეს სახელმწიფოებია ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, შვედეთი და უკრაინა.

 

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, ამ 11 ქვეყანაში სწრაფმა გავრცელებამ შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, რის გამოც ჯანდაცვის სისტემები კოლაფსის ზღვარზე შეიძლება აღმოჩნდნენ, თუ ზომები არ იქნება მიღებული.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.