კორონავირუსზე მაშინ გავიმარჯვებთ, როცა ადამიანები ვირუსთან ერთად ცხოვრებას ისწავლის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა. ინფორმაციას britishherald ავრცელებს

 

მისივე თქმით, ადამიანებმა შეზღუდვები უნდა დაიცვან

 

,,მოდით, ნეგატიურად განწყობილნი ნუ ვიქნებით, პანდემიის დასასრული დადგება, ხოლო ის დღე, როდესაც პანდემიას დავამარცხებთ, აუცილებელია ვაქცინასთან დაკავშირებული არ იქნება. ეს მაშინ მოხდება, როდესაც პანდემიასთან ერთად ცხოვრებას ვისწავლით. ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, ორი მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი: მთავრობებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ აქტიური როლი, ხოლო ხალხმა შეზღუდვები უნდა დაიცვან“ - განაცხადა ჯანმოს ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგმა.

 

კლუგმა, ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო, ახლა უფრო მზად არის კორონავირუსთან საბრძოლველად, ვიდრე თებერვალში იყო

 

,,COVID-19-თან ბრძოლა შეგვიძლია. შეგვიძლია მისი გადაცემის გაკონტროლება. ოქტომბრის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის პიკი შეიძლება ვიხილოთ. არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ ლოკალური კარანტის დაწესების შესაძლებლობა“ - აღნიშნა ჰანს კლუგმა

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.