38 ახალი შემთხვევიდან 22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდან, 7 არის დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 შემთხვევა შემოტანილი და აქედან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და 5 პირზე მიმდინარეობს კვლევა - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 251 პაციენტი მკურნალობს. აქედან 3 კრიტიკულად მძიმე და 15 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 82-ია.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.