ჩაქვში სასტუმრო „ოაზისში“ ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია და ვერც სტუმრები ტოვებენ სასტუმროს. სასტუმროში 900-მდე ვიზიტორი იმყოფება.

 

მენეჯერის თქმით, გუშინ ერთ-ერთ დამსვენებელს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა. მას ამჟამად განმეორებით ტესტირება უტარდება, პირველი ანალიზის შედეგით კი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით სასტუმრო მენეჯმენტმა საბოლოო პასუხამდე შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. კოვიდინფიცირების 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.