„ავერსის“ რუსთავის ფილიალის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათგან 7 რუსთავის მკვიდრია.

 

ქვემო ქართლის ჯანდაცვის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, მათი 60 კონტაქტია მოძიებული. აქედან 15 კარანტინშია გადაყვანილი, დანარჩენი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 1596, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1294, გარდაცვლილი - 19.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.