უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქ ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ ეკლესიის პრესსამსახურმა დაადასტურა.

 

პატრიარქი ფილარეტი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარში ფილარეტს 91 წელი შეუსრულდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.